04/11/2022
11:58
მსოფლიო
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ირანი, რუსეთისთვის უკვე გაგზავნილი დრონების გარდა, ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხსაც განიხილავს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი რუსეთისთვის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს. ეს მიუღებელია. არცერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუჭიროს მხარი მოსკოვს ამ უკანონო ომში", - თქვა ნატოს ხელმძღვანელმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუშინ გაეროს მთავარმა იურისტმა უარყო რუსეთის არგუმენტი იმაზე, რომ გენმდივან ანტონიო გუტერეშს შეეძლო მოეხსენებინა უშიშროების საბჭოსათვის დასავლეთის ბრალდება, რომ მოსკოვი ირანულ დრონებს, 2015 წლის რეზოლუციის დარღვევით, უკრაინაში იყენებდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ჩამოგდებული დრონების შესამოწმებლად ექსპერტების გაგზავნის მანდატი არ აქვს.
თავის მხრივ, თეირანი რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებას არ ადასტურებს, ხოლო რუსეთი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო ძალებმა ირანული უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.
0
0