ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა იყო ოთხ რაიონში, მათ შორის თელ-ავივში. ენერგოკომპანია Israel Electric Corporation-ის ინფორმაციით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
აფეთქებები იყო ქალაქ ხაიფაშიც. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ირანის მორიგ იერიშს წინ უძღოდა ისრაელის ავიადარტყმები ირანის აღმოსავლეთზე.