
ცნობილი ირანელი მსახიობი, ოსკაროსანი ფილმის ვარსკვლავი თარანე ალიდოოსტი ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა. მსახიობი გასულ თვეში საპროტესტო აქციების მხარდაჭერისა და სიცრუის გავრცელების ბრალდებით იყო დაკავებული. ამის შესახებ aljazeera იტყობინება.
ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, მსახიობი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მსახიობის დედამ ინსტაგრამზეც დაადასტურა.
„ჩემი კლიენტი დღეს გაათავისუფლეს გირაოს გადახდის შემდეგ“, - აცხადებს მსახიობის ინტერესების დამცველი.
ალიდოოსტი დააპატიმრეს 17 დეკემბერს მას შემდეგ, რაც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი და პროტესტი გამოთქვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მამაკაცის სიკვდილით დასჯის გამო.
მსახიობი ირანელ რამდენიმე ცნობილ ადამიანთა შორის იყო, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და გააკრიტიკა ხელისუფლების ძალადობრივი ქმედება განსხვავებული აზრის მიმართ.
0
0