
ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
თბილისის დროით 00:00 საათზე იორდანიამ საჰაერო სივრცე დაკეტა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანს შეეძლო თავდასხმა განეხორციელებინა ისრაელის უდიდეს ბაზაზე წითელ ზღვაში.
13 აპრილს ირანმა დაადასტურა MSC Aries-ის დაკავება ჰორმუზის სრუტეში.
თავდასხმის დაწყებას ადასტურებს თეთრი სახლიც. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია შექმნილი ვითარების შესახებ.
თავდასხმას უწოდეს ირანის შურისძიება ისრაელის თავდასხმაზე დამასკოში მის საკონსულოზე, რის შემდეგაც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ პირობა დადო, რომ საპასუხოდ დაესხმებოდა ისრაელს.
არაერთი წყარო მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯს შურისძიების ახალი აქტები მოჰყვება.
0
0