01/11/2023
19:12
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ღაზის სექტორის დაბომბვის გამო მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, ალი ხამენეი მოუწოდებს მუსლიმურ სახელმწიფოებს, ისრაელში ნავთობისა და სურსათის ექსპორტი შეწყვიტონ.
„ღაზის დაბომბვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სიონისტური რეჟიმისთვის ნავთობისა და სურსათის ექსპორტის გზა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა თეირანში სტუდენტთა ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ალი ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ ისრაელის მიერ „პალესტინელთა წინააღმდეგ ჩადენილი ბოლო დანაშაულებების“ თანამონაწილეა.
„ისლამურმა მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ ღაზის გადამწყვეტ საკითხში ჩაგრული პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გამოდიოდნენ აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი“, – განაცხადა მან.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024