აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული იარაღთან დაკავშირებული საკითხი „კარგად ან ცუდად“ მოგვარდება.
,,ირანი ერთგვარად დათანხმდა ბირთვული შეთანხმების პირობებს. თუმცა ჯერ არ არის მიღწეული კონკრეტული შეთანხმება. ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება,’’ – თქვა ტრამპმა.
მანამდე კი, ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ რამდენიმე დათმობაზე წავიდეს. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტმა ტრამპს გულუბრყვილო უწოდა, რადგან ის ფიქრობს, რომ მას ,,შეუძლია ჩვენს რეგიონში ჩამოსვლა, ჩვენი დაშინება და იმედი აქვს, რომ თავისი მოთხოვნების შესრულებას გვაიძულებს.
„ჩვენ არასდროს დავთმობთ ღირსებას, ეს ყველა ირანელის სისხლშია“, - განაცხადა პეზეშკიანმა.
0
0