ირანის საელჩომ საქართველოში მეწყერით დაზარალებულთა პატივსაცემად დროშა დაუშვა
07/08/2023
19:34
პოლიტიკა
A-
+A
ირანის საელჩომ საქართველოში მეწყერით დაზარალებულთა პატივსაცემად დროშა დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ირანის საელჩო Twitter-ზე ავრცელებს.
„ჩვენი ფიქრები, ამ ტრაგედიის და გლოვის დროს ქართველ ხალხთანაა“, - აღნიშნავენ საელჩოში.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ქვეყნის ტერიტორიაზე 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები დაკარგულების ძებნას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
0
0
366
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%