
ჰორმუზის სრუტე მტრის გემებისთვის დახურულია, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ჰორმუზის სრუტიდან სამი გემი გააბრუნეს, რადგან, გვარდიის ცნობით, მარშრუტი დახურულია ნებისმიერი გემისთვის, რომელიც „მტრად“ მიჩნეულ პორტში მიემგზავრება.
„დღეს დილით კორუმპირებული ამერიკის პრეზიდენტის ტყუილის შემდეგ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა, სხვადასხვა ქვეყნის სამი სატვირთო გემი ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების გაფრთხი ლების შემდეგ უკან გაბრუნდა. ნებისმიერი გემის მოძრაობა სიონისტურ-ამერიკელი მტრების მოკავშირეთა და მხარდამჭერთა პორტებიდან, ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი დერეფნით, აკრძალულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026