ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - Tasnim
13/04/2024
15:36
მსოფლიო
A-
+A
ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთან“ არის დაკავშირებული.
კომპანია „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს.
The Associated Press-მა ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მიერ გემის დაკავების ვიდეოც გაავრცელა.
0
0
132
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%