
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი ირანში ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნას ეხმაურება.
„ირანი 37-ჯერ ზედიზედ რომ დაამარცხეს, ეს ბრწყინვალე უსტრატეგიო ომი ახლა „რეჟიმის შეცვლიდან“ დაქვეითდა დონემდე: „ჰეი! ვინმეს შეუძლია ჩვენი პილოტების პოვნა? გთხოვთ?“ რა საოცარი პროგრესია. აბსოლუტური გენიოსები“, – წერს ირანის პარლამენტის სპიკერი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ცნობისთვის, დღეს „ენბისი ნიუსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანში ჩამოვარდა. ოფიციალურმა პირებმა „ენბისი ნიუსს“ ასევე განუცხადეს, რომ აშშ-ის სამხედროები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი. ამასთან, „სქაი ნიუსის“ ცნობით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია.
0
1