
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მუჯანი ეხმაურება საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას და აცხადებს, რომ „ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე”.
“მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს”, - წერს მუჯანი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, "საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება," – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული პოზიტიური პასუხებიც.
მისივე თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ურთიერთობებში წინსვლა შესაძლებელი იქნება. როგორც რუბიომ აღნიშნა, „შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“.
0
0