აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს სადაზვერვო ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა, საჰაერო დარტყმების ფარგლებში, ირანის ბირთვული პროგრამა ვერ გაანადგურა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაპირველად განაცხადა, რომ „დაზვერვის მონაცემები ძალიან არადამაჯერებელი იყო“ და დაადასტურა, რომ ზიანი შესაძლოა ზუსტად ისეთი მასშტაბის არ ყოფილიყო, როგორც თავად ივარაუდა.
„დაზვერვის მონაცემებით, ჩვენ არ ვიცით... ეს ზარალი შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო“, - თქვა ტრამპმა.
თუმცა მოგვიანებით, მან განაცხადა: „ზარალი ძალიან მძიმე იყო, სრული განადგურება“.
კითხვაზე, თუ ირანი ბირთვული გამდიდრების პროგრამას გააგრძელებს, განახორციელებს თუ არა აშშ კვლავ საჰაერო დარტყმას, ტრამპმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“. აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, ხელი შეუწყო თუ არა ირანში განხორციელებულმა დარტყმებმა ისრაელსა და ,,ჰამასს’’ შორის შეთანხმების მიღწევას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების გათავისუფლებას ეხება.
,,საჰაერო დარტყმებამდეც კი, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ღაზას საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების დადებასთან. ვფიქრობ, ირანის დაბომბვამაც ხელი შეუწყო“, - დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, მარკ რუტესთან ერთად, ნატოს სამიტის პრესკონფერენციაზე საუბარი დაასრულა.
0
0