
„ირანის არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთხოვია თეთრი სახლის კარიბჭესთან დამამცირებელი დგომა. მის ტყუილზე უფრო საცოდავი ერთადერთი რამ არის - მისი მშიშარა მუქარა ირანის უზენაესი ლიდერის „განეირტალების“ შესახებ“, - ნათქვამია გაეროში ირანის მისიის სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, მას მოლაპარაკების შეთავაზებით მიმართეს.
„ირანი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ზეწოლის ქვეშ, არ მიიღებს მშვიდობას იძულების ქვეშ - და რა თქმა უნდა, არა იმ საცოდავი ომის წამქეზებლის თანდასწრებით, რომელიც თავისი გავლენის უკანასკნელ ნაწილს ეჭიდება“, - დასძინა მისიამ, რითაც გაიმეორა აიათოლა ხამენეის სიტყვები, რომ ირანელები „მუქარის ენას არ იღებენ“.

0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025