
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის იური იგნატის განცხადებით, ირანი თავისი „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების პროექტების რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს, რაც დასავლეთის შემდგომი სანქციების თავიდან აცილების აშკარა მცდელობას წარმოადგენს.
მისი თქმით, პროექტების გადაცემა "დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე" და, სავარაუდოდ, რუსეთში მათი წარმოების პროცესი დაყოვნდება.
„ომმა მიაღწია ისეთ ეტაპს, რომ უფროდაუფრო მეტი დრონი გამოიყენება; ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, აუცილებელია მათგან თავდაცვა, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვაწარმოოთ ასეთი დრონები, ცეცხლსასროლი საბრძოლო მასალები, რომლებსაც შეუძლიათ მტრის ზურგის პოზიციებზე დარტყმა,“ - განაცხადა იური იგნატმა.
შეკითხვაზე, ირანმა კვლავ გადასცა თუ არა საბრძოლო ტექნიკა რუსეთს, იგნატმა უპასუხა: „ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა მოვემზადოთ“.
„ალბათ, გარკვეული დიპლომატიური რესურსები, მოლაპარაკებების პროცესები და ზოგიერთი ქვეყანაც ახდენს ამ საკითხზე ზეგავლენას. იმედი ვიქონიოთ, რომ ტერორისტი არ მიიღებს ამ ტექნიკას და ოდნავ გაგვიადვილდება მათგან შეტევების მოგერიება,“ - განაცხადა იური იგნატმა.
ირანი თვეების განმავლობაში უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, საბოლოოდ კი აღიარა, რომ თებერვალში ომის დაწყებამდე რუსეთს "შეზღუდული რაოდენობით" ამარაგებდა.
0
0