
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, კალიფორნიის შტატში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მოწინააღმდეგე დემონსტრანტები მალე მიაღწევენ თავისუფლებას.
„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარი თავის გათავისუფლებას ძალიან მალე მოახერხებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენს არ დაუკონკრეტებია აშშ-ის მთავრობა რა ზომების მიღებას აპირებს „ირანის გასათავისუფლებლად“.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ირანში მე-7 კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო აქციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.
0
0