
„ირანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას (OIC), რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანიმ.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC) 57 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, რომელთაგან 48 ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია. ორგანიზაცია მუშაობს „მუსლიმური სამყაროს ინტერესების დაცვასა და უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო მშვიდობისა და ჰარმონიის ხელშეწყობის სულისკვეთებით“.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ისტორიულად, მხარი დაუჭირა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყვეტას, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ქვეყანა შეიძლება გვერდიგვერდ არსებობდეს.
ირანს „ჰამასისთვის“ იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა 8 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.
0
0