19/10/2022
14:34
მსოფლიო
ირანელმა მთამსვლელმა, 33 წლის ელნაზ რეკაბიმ, სამხრეთ კორეაში გამართულ აზიის მსოფლიო ჩემპიონატში (IFSC) თავსაბურავის გარეშე იასპარეზა.
სპორტსმენს თეირანის აეროპორტში მხარდამჭერები შეეგებნენ და ყვავილები გადასცეს. ელნაზ რეკაბიმ ირანული ჩაცმულობის მკაცრი წესი დაარღვია, თუმცა, ირანის სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით გაავრცელა რეკაბის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ ჰიჯაბი "მოულოდნელად" ჩამოუვარდა.
რეკაბიმ თქვა, რომ შეჯიბრზე ჰიჯაბის გარეშე მის გამოჩენას "გარკვეული მკაცრი რეაქციაც" მოჰყვა. „მადლობა ღმერთს, რომ ირანში უსაფრთხოდ დავბრუნდი. ბოდიშს ვუხდი ირანელებს ხალხმრავლობისთვის, რომელიც აეროპორტში გამოვიწვიე,”- თქვა მან მოგვიანებით.
BBC-ის ინფორმაციით, სხვა ირანელმა სპორტსმენებმა, რომლებიც თავსაბურავის გარეშე მანამდეც ასპარეზობდნენ საზღვარგარეთ, აღნიშნეს, რომ ისინი ირანის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ, რათა ჰიჯაბის მოხსნის გამო ბოდიში მოეხადათ.
0
0