27/05/2023
22:18
მსოფლიო
ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ავღანეთის საზღვარზე, ირანელმა მებრძოლებმა და თალიბებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
როგორც Associated Press წერს, ორ ქვეყანას შორის, მკვეთრად არის გაზრდილი დაძაბულობა წყალზე უფლებების მოსაპოვებლად არსებული დავის ირგვლივ.
როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA წერს, ირანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ქასემ რეზაიმ თალიბები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პირველად ცეცხლი მათ გახსნეს.
„ირანს მომხდარის შედეგად მძიმე დანაკარგი და სერიოზული ზიანი მიადგა“, - წერს IRNA.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდულ ნაფი ტაკორმა კი ირანი დაადანაშაულა პირველ გასროლაში. მისი ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ადამიანი (ერთი თალიბი და ერთი ირანელი) დაიღუპა, კიდევ რამდენიმე კი დაიჭრა. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ სიტუაცია ამჟამად, კონტროლს ექვემდებარება.
დაპირისპირება ირანის პროვინცია სისტან-ბელუჩისტანისა და ავღანეთის პროვინცია ნიმროზის საზღვარზე მოხდა.
0
0
კესარია აბრამიძე დაკრძალეს
22/09/2024