
იბერშეტევის შედეგად, დიდ ბრიტანეთში მცირე ელექტროსადგური გაითიშა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მთავრობამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკულ სისტემას საფრთხე არცერთ ეტაპზე არ დამუქრებია, თუმცა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნულოვანი ემისიების დეპარტამენტი (DESNZ) ენერგეტიკულ კომპანიებს დაუკავშირდა, რათა ისინი კიბერშეტევების რისკის შესახებ გაეფრთხილებინა.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა, რომელიც გასულ თვეში მოხდა, ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა განახორციელეს.
როგორც BBC წერს: "უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, არც მთავრობამ და არც კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ კიბერშეტევებთან გამკლავებაზეა პასუხისმგებელი, დაზარალებული ობიექტის შესახებ დამატებითი დეტალების გამჟღავნება არ ისურვეს. თუმცა, ეს არ ყოფილა თავდასხმა ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ელექტროსადგური".
0
0