
ირანის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ირანის ძალები ამერიკულ თვითმფრინავებზე ახალი მეთოდებისა და აღჭურვილობის გამოყენებით "ნადირობენ".
CNN-ის ცნობით, კომენტარი ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გაკეთდა.
ირანის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალირეზა ელჰამიმ, განაცხადა, რომ ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება "ტაქტიკის, თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებისა და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებში არსებული ინოვაციების შედეგი იყო".
"ამან მტრის რიგებში დაბნეულობა და გაოგნება გამოიწვია" - თქვა მან.
ცნობისთვის, გუშინ, ირანის თავზე აშშ-ის საჰაერო ძალების F-15 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეკიპაჟის ერთი წევრი ამ დრომდე დაკარგულია. ასევე, ჩამოგდებულია A-10 Thunderbolt II-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი.
1
0