27/12/2022
01:46
მსოფლიო
ირანელ ქალს, რომელმაც აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, „პროსტიტუციის წახალისებისთვის“ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ამის შესახებ Daily Mail წერს.
თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ ფეირავის გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს „კორუფციისა და პროსტიტუციის წახალისებაში“, ასევე „შეთქმულების ორგანიზებაში“.
ირანში აქციები სექტემბერიდან იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის სექტემბერში „მორალის პოლიციამ“ 22 ქურთი ქალი მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა.
ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება. ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.
0
0