ირან - ისრაელის დაპირისპირება - რა ვიცით?
A-
+A

„სიონისტურმა რეჟიმმა გამთენიისას ჩვენს საყვარელ ქვეყანაში დანაშაულის ჩასადენად თავისი ბინძური და სისხლიანი ხელი გაიშვირა და საცხოვრებელ ცენტრებზე თავდასხმებით უფრო მეტად გამოავლინა თავისი ბოროტი ბუნება, ვიდრე ოდესმე. რეჟიმს მკაცრი სასჯელი უნდა ელოდოს."- ნათქვამია ირანის სულიერი ლიდერის, ალ ხამეინის მიმართვაში.
"ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ძლიერი ხელი მას არ მიატოვებს, ღვთის ნებით.
მტრის თავდასხმების შედეგად რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. მათი მემკვიდრეები და კოლეგები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მათ საქმეს, ღვთის ნებით. სიონისტურმა რეჟიმმა ამ დანაშაულით საკუთარი თავისთვის მწარე და მტკივნეული ბედი მოამზადა და ის აუცილებლად მიიღებს მას.“ - ნათქვამია ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერის, ალი ხამენეის მიმართვაში.
ისრაელი ირანის საპასუხო დარტყმისთვის ემზადება. ქვეყანაში გამოცხადებულია მობილიზაცია.
ისრაელის ბორტი №1, თვითფრინავი "კნაფ ციონი" ჰაერშია.
"დღეს ჩვენ ყველამ, ირანის ხალხმა, მთავრობამ და ხელმძღვანელობამ, შეგვიძლია ხმამაღლა და დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ სიონისტები - ტერორისტები და აგრესორები არიან. ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვუპასუხოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც. ყოველგვარი შიდა უთანხმოების გარეშე, ჩვენ მკაცრ პასუხს გავცემთ ტერორისტულ რეჟიმს.“ - ნათქვამია ირანის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს სამსახურის ხელმძღვანელის, ეფი დეფრინის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ
ირანმა ისრაელის მიმართულებით გაუშვა 100 უპილოტო საფრენი აპარატი. დრონებს დასჭირდებათ რამდენიმე საათი ისრაელის ტერიტორიამდე მისაღწევად. ისრაელის საჰაერო ძალები ემზადებიან მათ ჩამოსაგდებად.
დეფრინმა ასევე გააკეთა ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული შეტევის მიმოხილვა. მისი სიტყვებით 200 ისრაელის თვითფრინავმა განახორციელა 300 ერთეული ჭურვის ჩამოგდება ირანის ობიექტებზე, განადგურებულია 100 სამიზნე წერტილი. მან დაადასტურა, რომ თადასხმის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი მოჰამედ ბაგერი და სხვა უმაღლესი ხელმძღვანელი პირები, ასევე მეცნიერები რომლებიც მუშაობდნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე.
ცახალის პრეს მდივანმა დაასახელა სამი მიზეზი რის გამოც ისრაელის შეტევა განხორციელდა სწორედ ეხლა. მისი სიტყვებით, ირანმა "სერიოზულად წაიწია წინ" ბირთვული იარაღის შექმნაში, ასევე თეირანს "აქვს ასობით და ათასობით ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც მიმართულია ისრაელისკენ", ამის გარდა, ირანი აგრძელებს სამხედრო დაჯგუფებების ფინანსირებას.
ირანული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 4 საათში ირანული დრონები მიაღწევენ ისრაელის ცას, იმავდროულად ირანი ისრაელის მიმართულებით გაუშვებს ბალისტიკურ რაკეტებს.
ისრაელის პრემიერ მინისტრამ ბენიამინ ნეტანიაჰუმ მოქალაქეებს ივრიტზე, ხოლო ამერიკელებს ინგლისურად მიმართა. მისი სიტყვებით ირანმა დააგროვა გამდიდრებული ურანი ცხრა ბირთვული ბომბის შესაქმნელად. მას დაგეგმილი აქვს სამი წლის მანძილზე ცხრა ათასი ბალისტიკური რაკეტის შექმნა.
ამერიკელებისთვის გაკეთებულ მიმართვაში, ინგლისურად, ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა: ირანის ხელმძღვანელობის რიტორიკაში ისრაელი - მხოლოდ "პატარა სატანაა", ხოლო "დიდი სატანა" არის ამერიკა.
"ღმერთის წყალობით ჩვენ ბევრს შევძლებთ" განაცხადა ნეტანიაჰუმ, მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია ებრაელებს დიდი ხანი მოუწით ყოფნა თავშესაფარში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბბას არაკჩიმ განაცხადა: "სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია" ვერ განხორცილდებოდა "აშშ-ს ნებართვისა და მასთან კოორდინაციის გარეშე".
"ამრიგად, შტატების მთავრობა, როგორც ამ რეჟიმის მთავარი მფარველი, ასევე პასუხისმგებელია სიონისტური რეჟიმის საშიშ ავანტიურისტულ ქმედებების შედეგებზე".
მან მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში დაგმონ ისრაელის "დანაშაულებრივი აგრესია" და მიიღონ სასწრაფო კოლექტიური ზომები.
0
0
86
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%