
ნებისმიერი ცვლილება, რაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, ჩვენი პირველადი ინტერესი ყოველთვის იქნება და არის დღესაც, დაცული იყოს ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპი და ადვოკატის საქმიანობის ხელშეუხებლობა იყოს გარანტირებული, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციური სტანდარტია ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა და აღნიშნული არ უნდა შეიზღუდოს.
„ცალსახად კონსტიტუციური სტანდარტია ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა და აღნიშნული არ უნდა შეზღუდოს. ჩვენ გავეცნობით ამ შემოთავაზებული ცვლილების საფუძვლის წინაპირობებს და გვექნება უფრო დეტალური პოზიცია“, - აღნიშნა ყანდაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ- მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.
0
0