13/12/2025
14:29

„ადვოკატთა ასოციაციაში“ არჩევნებია. დღეს საერთო კრება იმართება. 6 კანდიდატიდან ახალ თავმჯდომარეს კი ხვალ აირჩევენ. ასევე, მმართველი ორგანოების წევრებს.
დღეს საერთო კრებაზე კომისიის წევრებს დააკომპლექტებენ. არჩევნების პროცესს მონიტორინგს დამკვირვებლები გაუწევენ. დავით ასათიანმა თავმჯდომარეობის 8 წელი შეაფასა.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებით ისინი განსაზღვრავენ ადვოკატის პროფესიის მომავალს ხვალინდელ საქართველოში.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მე და ჩემი თანამოაზრეები განუხრელად ვიდგებით თითოეული ადვოკატის უფლებრივი დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერი ძალის ჩაურევლობას“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
0
0