
დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და აჭარის მთავრობა, - წერს სოციალურ ქსელში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე.
როგორც ირაკლი თავდგირიძე აღნიშნავს, მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი.
„დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ბათუმის მერია/Batumi City Hallარჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovaniქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოდა აჭარის მთავრობა თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze . მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი. ამასთანავე გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს“, - წერს იგი.
0
0