
"შიში არის ოხერი. როგორც ჩანს, პოლიტიკური საფრთხე დაინახეს მმართველ პარტიაში პრეზიდენტის პიროვნებაში, მის გამოცდილებასა და კომპეტენციაში, მათ შორის, მის ბრძოლისუნარიანობაში"- ამის შესახებ ეკა ბესელია მმართველი ძალის კომენტარების საპასუხოდ საუბრობს.
მისივე თქმით, არჩევნებით კობახიძის და მისი გუნდის "ბოგინი" უნდა დასრულდეს.
"ეს მომავლის ვერსიები, რომელსა გვთავაზობენ, როგორც შესაძლებლობას, დარწმუნებული ვარ, რომ შიშით არის განპირობებული. კობახიძეს რისიც უნდა ეშინოდეს, სწორედ ეშინია, რადგან ამ არჩევნებით უნდა დასრულდეს მისი და იმ ადამიანების ბოგინი, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, თუ სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს. მისი ინფორმაციით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.
0
0