
საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი რევოლუციური განწყობის ტოლფასია, საერთოდ არ სცოდნია საზოგადოების და სოციუმის აღქმის და ქცევის წესები, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„გამჭვირვალობის კანონმა არა მარტო გამჭვირვალობის ფუნქცია შეიძინა, ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ყოფილა ეს. ვხედავთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ანალოგიური ტიპის, მათი ქვეყნის ინტერესებზე მორგებული კანონები მიიღოს. საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი რევოლუციური განწყობის ტოლფასია, საერთოდ არ სცოდნია საზოგადოების და სოციუმის აღქმის და ქცევის წესები.
ხელისუფლება დღეს არის ძლიერი, რაც განპირობებულია ხალხის მხარდაჭერით და მიზანმიმართული, ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკით. ის გარე ჩარევა, რომელიც ასაზრდოებდა და დღესაც ასაზრდოებს ნაწილობრივ პროვოკაციული, ფერადი რევოლუციების ტალღას, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვისაც კარგად ცნობილია. ხელისუფლებისთვისაც გაშიფრულია და შესაბამისი კონტროლი ამაზე გრძელდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
0
0