
რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, კორუფციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ყველა დონეზე ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წინ არის წასული, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო.
„ბრალდება მძიმეა. მძიმეა ადამიანური კუთხითაც და პოლიტიკური კუთხითაც, მაგრამ საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისეთი ვექტორი და გზა სჭირდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საკმაოდ წინ არის წასული, მაგრამ იმ მიზნების გამო, რაც ხელისუფლებას აქვს, ბუნებრივია, გაცილებით მეტია საჭირო. მოდით, ამას ერთგვარი რევოლუცია დავარქვათ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რათა საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ძირფესვიანად იყოს აღმოფხვრილი. როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი მიზანია, მსოფლიო ლიდერების სამეულში ვიყოთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ყველა დონეზე ხდება კორუფციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0