
მხილება ხდება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ცენზურა იყო. ეს არ გვიკვირს, რადგან აღნიშნული პერიპეტიები ჩვენს ზურგზე გამოვცადეთ და გავლილი გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.
„გვახსოვს, პერიოდი იყო, როცა გენდერის გამოყენება აუცილებელი იყო, რადგან ქალისა და კაცის გამოყენება ცუდ ტონად მიიჩნეოდა. კონგრესის იურიდიული კომიტეტის დასკვნაში საუბარია, რომ ევროპაში პირიქით პროპაგანდირება ხდებოდა მოზარდ თაობაში გენდერული, იდენტობის საკითხების. ეს ფაქტია და აჩვენებს, რომ გაბატონებული მეინსტრიმი იყო იდეოლოგია თავისუფლების, გამოხატვის და დემოკრატიის ერთადერთი კრიტერიუმი, რაც თავის თავშივე არასწორი მიდგომაა. არ შეიძლება, უკიდურესი, მემარცხენე, ლიბერალური იდეოლოგია ითვლებოდეს, რომ ეს არის სტანდარტი იდეოლოგიის, მხოლოდ ამ ჩარჩოში განიხილებოდეს ნებისმიერი საკითხი, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაზე. ქართულ რეალობაში ქართული ფაქტჩეკები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათი მიმდევარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში. ხდებოდა სწორედ ამ მიმართულების იდეოლოგიური სტანდარტების დამკვიდრება და სხვა აზრის დაბლოკვა, რაც არ უნდა საკამათო ყოფილიყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0