
ხელოვნური პროტესტის ორგანიზებასთან დაკავშირებით„იმედის კვირის“ მიერ გაშიფრულ სქემას, სადაც მთავარი ორგანიზატორები და მონაწილეები უნივერსიტეტები არიან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, პროცესი უცხოეთიდან ხელოვნურად იმართება.
„ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, პირდაპირ ითქვა, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც მრავალ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაზე მიდიოდა, ხმარდებოდა ქვეყნებში პოლიტიკურ ჩარევებს.
ამ მიმართულებით იყენებდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორიც არის უნივერსიტეტები. საქართველოში ამ კუთხით გამოირჩეოდა ე.წ. ალასანიას ინსტიტუტი და ილიაუნი, სადაც ხდებოდა „ფრანკლინის კლუბებისა“ და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლებიც ამზადებდნენ ახალგაზრდებს, რათა მათ ყველაფერზე ჰქონოდათ მიუღებლობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა საქართველოში გაშიფრულია. აქციებს უცხოური სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას. „იმედის კვირის“ მიერ გაშიფრული სქემით, მთავარი ორგანიზატორები და მონაწილეები უნივერსიტეტები არიან. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია.
0
0