
ვინაიდან ოპოზიციამ არჩევნები წააგო, პარტნიორებთან ერთად მკაფიო და გამოკვეთილი მიზანი აქვთ, საქართველოს დაზიანებას ყველა გზით უნდა შეეცადონ, ფიქრობენ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ყველაზე ეფექტური გზაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას პირდაპირ არ იტყვიან, მაგრამ არჩევნების შედეგები რომ ეღიარებინათ, არც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე იქნებოდა ლაპარაკი, არც მოლაპარაკებების არგახსნაზე და არც არანაირი სხვა სახის გართულებები.
„მათი მფარველების მიზანი საქართველოში ხალხის არჩევანის პატივისცემა არ იყო, არამედ ამოცანა იყო საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. ვინაიდან, ეს არ გამოუვიდათ, ახლა ვიზალიბერალიზაციაზე ეს პროცესი მიმდინარეობს. ვინც ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე სპეკულირებს, შევახსენებ, რომ მათ ასე სპეკულაციურად მოიტანეს ქართველი ხალხისა და ხელსუფლების დამსახურება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ის არ თქვეს, რომ
0
0