
ბიუროკრატიას, რომელიც ევროპარლამენტში მედიას კრძალავს, არ სურს, მოლდოვაში იხილონ ეს მედია. ხედავენ, რომ ასეთ ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელი როცა გამოდის, სიმართლეს ამბობს და მათ ამის გავრცელება საქართველოშიც კი არ უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მოლდოვამ ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, მცდელობაა, საქართველოში მედიათავისუფლება ჩაკლან.
„მოლდოვა მარიონეტული მმართველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოა. მისი პრეზიდენტი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ მოლდოვა სხვა სახელმწიფოს მიუერთდება. საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს. მოლდოვა ერთ-ერთი ლიდერია სასამართლოს განხილვის გარეშე მედიის აკრძალვისა და დახურვის, ასევე ოპონენტების დაპატიმრებისა და პარტიების გაუქმების თვალსაზრისით. მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოში 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ბიუროკრატიას, რომელიც ევროპარლამენტში მედიას კრძალავს, არ სურს, მოლდოვაში იხილონ ეს მედია. ხედავენ, რომ ასეთ ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელი როცა გამოდის, სიმართლეს ამბობს და მათ ამის გავრცელება საქართველოშიც კი არ უნდათ. მათი მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მედიათავისუფლება ჩაკლან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026