
აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას ველოდებით, კონკრეტული დღის წესრიგიც არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება ეროვნული ინტერესების დამცველი.
„საქართველოში რატომღაც ბევრს წარმოედგინა, რომ მთავარია, უცხოელმა გაგიღიმოს და შემდეგ ყველაფერზე უნდა დაეთანხმო. ამას კარგი არავისთვის მოაქვს ხოლმე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ველოდებით. კონკრეტული დღის წესრიგიც არის. ბუნებრივია, მოლაპარაკებების, ურთიერთობების დროს ყოველთვის ვიქნებით მათ შორის ჩვენი აუცილებელი ეროვნული ინტერესების დამცველები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
25/05/2026