
აქციაზე, რომელიც ძლივს შეაკოწიწეს, გამომსვლელებიც და მონაწილეებიც კი ერთმანეთში წინააღმდეგობაში მოდიოდნენ. გარე კარნახით მოქმედებამ აღმოაჩინა ისინი კასრში და დაერივნენ ერთმანეთს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით.
„ოპოზიცია თავის შიგნით უცხადებს ერთი მეორეს შიმშილობას. რაც დღეს ხდება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციის დამსახურებაა. „ქართული ოცნების“ როლი ამ შემთხვევაში არის მინიმალური. ჩვენ უბრალოდ ჩვენ გზას მივუყვებით სტაბილურად. ოპოზიციამ თვითონვე უარყო ქართველი ხალხის არჩევანი. მათ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიღებული ხმები გარე დავალებიდან გამომდინარე უარყვეს. არჩევნები რომ გაყალბებული იყო, ამის ვერანაირი საბუთი ვერ წარმოადგინეს. მათი მიზანი იყო „რეჟიმ ჩეინჯი“.
ეგონათ, რომ გარე ჩარევით ადვილად მოახერხებდნენ ხალხზე ზეგავლენის მოხდენას და ოპოზიციას მოიყვანდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგად. არ გამოვიდა, მერე მაიდანიზაცია და ფერადი რევოლუცია უნდოდათ. ახლა ეს სასოწარკვეთილი მდგომარეობაა. აქციაზე, რომელიც ძლივს შეაკოწიწეს, გამომსვლელებიც და მონაწილეებიც კი ერთმანეთში წინააღმდეგობაში მოდიოდნენ. გარე კარნახით მოქმედებამ აღმოაჩინა ისინი კასრში და დაერივნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
0
0