
კარგად ვხედავთ, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად ჰყავთ აყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომოტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„მამა ანდრიამ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა. ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი ყოფილიყო. კარგად ვხედავთ, რომ ეს საკითხი ერთი სოციალური ჯგუფის საკითხი არ არის, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად ჰყავთ აყვანილი. შეიძლება ითქვას, როცა საქართველოსთან მიმართებით მათი მხრიდან უსაფუძვლო პრეტენზიებს ვისმენთ, მათ ე.წ. კრიტიკაში ლგბტ პროპაგანდა ლიდერობს. საქართველოში ეკლესია მაღალი ავტორიტეტის მქონე რელიგიური და ერთგვარად სოციალური ინსტიტუციაა და მათ სურდათ, ეკლესია ამ საქმეში გამოეყენებინათ. თუ მოახერხებდნენ და ეკლესიის პირდაპირი ან ირიბი გამოყენება მოხდებოდა, რა თქმა უნდა, შემდგომში, მისი მანიპულირება დაიწყებოდა პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ეს ომისა და მშვიდობის საკითხზეც აისახებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0