
4 ოქტომბერს რუსთაველზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა უპასუხო არ დარჩება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პასუხს აგებს, ვინც მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ ხელს აღმართავს.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც ემზადებიან დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის და შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო, არ დარჩება დაუსჯელი. არავინ გაბედოს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელის აღმართვა. თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
0
0