
ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის როგორც საავიაციო, ისე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას პირდაპირი დაკავშირებადობა წარმოადგენს.
„აქ საუბარია როგორც საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირი დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქებთან, სიხშირეები, ასევე ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ამ ეტაპზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება კომპანია Wizz Air-თან, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლიდერი ავიაკომპანიაა ჩვენს საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
0
0