
პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან როგორც „ლელოს“, ისე გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
„ლელოდან“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
1. მთაწმინდა – ლანა გალდავა;
2. ვაკე – ტრადიციული ნაწილი – ვახტანგ სურგულაძე;
3. საბურთალო – ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა – რამაზ მანდარია;
4. კრწანისი – თამარ ბოყოველი;
5. ისანი – ვაზისუბანი – გიორგი სიორიძე;
6. სამგორი – ვარკეთილი – ნინო ქათამაძე;
7. სამგორი – მე-3 მასივი, ზემო პლატო – გულიკო ზუმბაძე;
8. დიდუბე – წერეთელი – ბექა ბერიძიშვილი;
9. ნაძალადევი – ნიკა ჩერქეზიშვილი;
10. ნაძალადევი – სანზონა – ქეთევან თურაზაშვილი;
11. გლდანი – ავჭალა, ზაჰესი – გიორგი რეხვიაშვილი;
12. გლდანი – კენტები – ჯუბა ლოლაძე;
13. გლდანი – მუხიანი – გრიგოლ გეგელია.
პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, თბილისის უბნების მიხედვით, შემდეგი კანდიდატები იყრიან კენჭს:
1. ზემო ვაკის ოლქი – ზაზა თავაძე;
2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი – სალომე კობალაძე;
3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომის ოლქი – როინ ქოჩორაშვილი;
4. ავლაბარის ოლქი – სოფო ხორგუანი;
5. ნავთლუღის ოლქი – ვიკა ფილფანი;
6. ქვემო სამგორის ოლქი – გიგა კაცია;
7. ზღვისუბნის ოლქი – ეკა უდესიანი;
8. ლილო ორხევის ოლქი – დაჯი კოვზირიძე;
9. ჩუღურეთის ოლქი – რუსუდან თევზაძე;
10. ლუწი მიკრორაიონების ოლქი – კოკა კობალაძე;
11. ლოტკინის ოლქი – ფიქრია გოგოლაძე;
12. დიღმის ოლქი – გიორგი შარაშიძე.
პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე 18 აგვისტოს წარადგინეს.
0
0