18/04/2024
19:54
პოლიტიკა
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე დაკავებული კუპრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, აქციის დარბევა იყო უმძიმესი დანაშაული რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, ვერ შეაშინებენ. მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს - ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ კუპრაძე “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
0
0