
კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ისინი აპირებენ 2026 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას - ჩვენ ვემზადებით, რომ ვიყოთ კარგ ფორმაში ნებისმიერი მომენტისთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ლელოს“ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს ის ფაქტი, დააკავებენ თუ არა მათ ლიდერებს.
„მე მაქვს მოლოდინი და მათ შორის, მეტ-ნაკლებად დაზუსტებული ინფორმაციაც კი, „ქართული ოცნების“ შიდა ინფორმაციები, რომელიც ხშირად ჟონავს. ასევე, არსებობს ის კონკრეტული პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ, მაგალითად მაჟორიტარები, რომლებიც საკრებულოებში იყვნენ წარმოდგენილი, დღემდე საარჩევნო კამპანიის მსგავს კამპანიას აგრძელებენ, ხვდებიან მოსახლეობას, რაც იმდენად უჩვეულოა, რომ 13 წლის განმავლობაში არ გაუკეთებიათ. მე არ მჯერა იმისა, რომ მათ აქვთ დავალება, რომ უბრალოდ ხალხთან ახლოს იყონ. ისინი კამპანიიდან არც გამოსულან, კამპანიას აგრძელებენ.
კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ისინი აპირებენ 2026 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას. თუ ასე მოხდა, ეს იქნება ურთულესი არჩევნები, ბინძური, უსამართლო, არაკონკურენტული. თუმცა ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებაში არის ძალიან ნათელი, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პროცესი და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ყველა პროცესზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმის მიხედვით, რა შედეგს მოიტანს მონაწილეობა ან დაიგნორება.
ცალსახად მონაწილეობის მიღება დამოკიდებულია რამდენიმე ცვლადზე. პირველი, როგორც პოლიტიკურ პარტიას აგვკრძალავენ თუ არა. გადაწყვეტილება რომ მიიღო, უკვე ფაქტის წინაშე უნდა იყო, რომ არჩევნები ჩანიშნულია. ჩვენ ვემზადებით, რომ ვიყოთ კარგ ფორმაში ნებისმიერი მომენტისთვის. რაც შეეხება ლიდერების დაკავება მოახდენს თუ არა გავლენას გადაწყვეტილებაზე, მარტივად ვამბობ, ეს არ მოახდენს ჩვენზე გავლენას“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
0
0