
"5-იანის ქვეშ, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს სრულიად გამორიცხულია და შესაბამისად, არც 9 ნომრის ქვეშ მონაწილეობის მიღებას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს", - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ნამდვილი ცვლილებებისთვის იბრძოლოს.
"[ოპოზიციასთან] დიალოგი და შეხვედრები დაწყებულია. პოზიციები ცნობილია, გასაგებია, მაგრამ ეს პოზიციები უნდა ექვემდებარებოდეს რაციონალური მსჯელობის შედეგად რაღაც ცვლილებას. ჩვენც შეიძლება რაღაც ტიპის კომპრომისები გავწიოთ, [თუმცა] 5-იანის ["ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრის] ქვეშ არ მივიღებთ მონაწილეობას, სრულიად გამორიცხულია, და შესაბამისად, არც 9 ნომრის ["ლელო - ძლიერი საქართველოს" საარჩევნო ნომერი] ქვეშ მონაწილეობის მიღებას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს, თუნდაც ნეიტრალური ნომერი, თუნდაც ნეიტრალური კანდიდატები. საზოგადოებას სჭირდება ნდობა, ჩვენ რაღაც საკრებულოს სკამებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ცვლილებებისთვის, ნამდვილი ცვლილებებისათვის, ამიტომაც, გამოვედით და ვთქვით, რომ არც 9 ნომერი გვჭირდება, არც სახელი "ლელო," არც ჩვენი მზისფერი ყვითელი ფერი არ გვინდა, გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდით, შევქმნათ ისეთი ერთობა საპროტესტო ჯგუფის ლიდერებთან ერთად, რომელიც გამოიკეთა ბოლო პერიოდში.
რაც შეეხება უკომპრომისობას და ბრძოლის ამ ნაწილს, მე ჩემი კოლეგების მაგალითზე შემიძლია, რომ რეკორდი მაქვს დამყარებული ბოლო 5 წლის განმავლობაში - 3 მანდატი მაქვს დათმობილი. ეს არის ორჯერ პარლამენტის მანდატი და ერთხელ ბათუმის საკრებულოს მანდატი", - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
0
0