
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევასთან დაკავშირებით.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას - ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ფაკულტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, არც ერთი სალექციო ჯგუფი ან
ნაკადი არ გაუქმებულა. იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტები სალექციო ნაკადებს ირჩევენ საკუთარი სურვილის შესაბამისად და ფაკულტეტი პატივს სცემს მათ არჩევანს. საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანცირებულია პოლიტიკისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მისი გაწვევა მოხდა.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025