
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით.
„მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც პირველ რიგში ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. გარკვეულწილად ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულია დელეგატის ინსტიტუტი. დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს 30-ვე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0