20/07/2022
15:45
პოლიტიკა
მე ვიცი რა თქვა და ყურში რა ჩასჩურჩულა ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, მან თქვა ტყუილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მეორე ტყუილი პირველისგან განსხვავებული იყო. პირველი - მან რეალურად უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც უარყოფდა თავიდან და შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, რადგან ელემენტარული შეიძლება კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. მეორე შემთხვევაშიც თქვა ტყუილი - საერთოდ არ იყო იქ ნახსენები ლაშქარავას გვარი. იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, რაზეც ანრი ოოხანაშვილმა ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი. სამართლებრივად ყველაფერს დაადგენს პროკურატურა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
0
0