19/02/2022
12:56
პოლიტიკა
რაც შეეხება ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მისი შეხვედრის პარალელურად გამართულ აქციას, კობახიძე ამბობს, რომ პროტესტის გამოხატა ყველას შეუძლია.
„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს. რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს, კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიუღებელია. „თუ ჩვენთვის კონკრეტული სპეკულაცია მიუღებელია, ამის მიხედვით ვრეაგირებთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე შევიდნენ. ისინი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მიეღოთ პასუხი, რა ეტაპზეა ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს.
0
0