28/04/2022
14:05
პოლიტიკა
„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. – ამის შესახენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა
“ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნები, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. „ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0