30/08/2024
19:59
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები, აღინიშნა ტურიზმისა და განათლების სფეროში პარტნიორობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, რათა ქვეყანამ აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0