
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა „ღიად ანტიამერიკულ და ანრიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ“.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ახალი ხელისუფლების პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ურთიერთობებს აღადგენს, არამედ სხვა ნიშნულზე გადაიყვანს.
„საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, გაღრმავებული ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები და დამატებითი ფინანსები თავდაცვის ნაწილში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე „აღარც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არის სასურველი სტუმარი და სპიკერი და აღარც ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ღონისძიებაზე აღარ შეეგება ხალხი“.
„ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ ირაკლი კობახიძე და მისი პოლიტიკური პატრონი ბიძინა ივანიშვილი არიან სრულიად დისკრედიტირებულნი და მათ აღარ აქვთ არც პარტნიორების და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
დემოკრატია და ხალხის ნება აშინებს მხოლოდ დიქტატორებს და აშინებს მხოლოდ ავტოკრატებს და სწორედ ავტოკრატად ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აშინებს საქართველოს მეგობრების პოზიციებიც და რაც მთავარია საკუთარი ხალხის პოზიციები და ხმა. ამისთვის აუცილებელია, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ძალაუფლება კვლავ დავუბრუნოთ პროევროპულ, დასავლელ ქართველ ხალხს, რომელთა ნებითაც შემდეგ არამხოლოდ აღდგება ურთიერთობები დასავლეთთან, აშშ-სთან, არამედ გადავა კიდევ უფრო ახალ მჭიდრო ურთიერთობის ნიშნულზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0