
სპეკულაციებში ვერ შევალ - რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რადგან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-სთვის მიმართვის ფაქტს.
მისივე განმარტებით, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აღნიშნული „ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”.
„სპეკულაციებში ვერ შევალ. რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რადგან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ. მათ რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და საარჩევნო ნომერი რომ არ აეღოთ, ამ შემთხვევაში, მათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს.
როგორც პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიამ აღნიშნული პროცედურული განაცხადი გააკეთა, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და არა „ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან“.
0
0