29/05/2025
13:29

მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“, ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედისმომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.
„საქართველომ როდესაც გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო და დაე, საქართველომ გადაწყვიტოს თავად ეს ყველაფერი“. ყველა ზემოთ ხსენებული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მას „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს.
მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა „დიფ სთეითს“ გამოუცხადა. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორც არის USAID-ი და NED-ი, რომლის მეშვეობითაც „დიფ სთეითი“ ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუციის მოწყობას, ორივე გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედისმომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული ექვსი უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.
დასასრულს, მსურს, წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ გავლენის წინააღმდეგ. ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავისი ხალხის ნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025